მოლოდინები, სტერეოტიპები, ,,უნდა” და ,,მინდა”

“Who what am I? My answer: I am the sum total of everything that went before me, of all I have been seen done, of everything done-to-me. I am everyone everything whose being-in-the-world affected was affected by mine. I am anything that happens after I’ve gone which would not have happened if I had not come. Nor am I particularly exception in this matter; each “I”, everyone of the now-six-hundred-million-plus of us, contains a similar multitude. I repeat for the last time: to understand me, you’ll have to swallow a world.”

რომელ ქვეყანაშიც არ უნდა დაიბადო, რომელ პოლიტიკურ წყობილებაში, რომელ სოციალურ ფენასაც არ უნდა მიეკუთვნებოდე, დაბადებისთანავე, შენი სურვილის აბსოლუტური იგნორირებით, არსებობას იწყებ მოლოდინებით ნაკარნახევ სამყაროში.

აი, მაგალითად, დაიბადები თუ არა, უნდა იტირო, თორე მოგხვდება პირველი სილა, ამჯერად რბილ ტაკოზე და ამჯერად არა ცხოვრებისგან, არამედ ღამენათევი, დაქანცული ბებიაქალისგან, რომელსაც შენმა დაბადებამ არა ადვილი მცდელობის მიუხედავად გროშები მოუტანა, ან გაზულუქებული ექიმისგან, რომელიც მხოლოდ გიყურებდა როგორ იბადებოდი, ამ სანახაობაში საცოდავ ბებიაქალზე მინიმუმ სამჯერ მეტს აიღებს და იმავე ბებიაქალისგან განსხვავეnewborn-baby-crying-sxc_152848_8638-1024x685-Copyბით მოსაცდელში შენი დაბადების გულშემატკივართა არმიისგან – მინიმუმ კიდევ ერთი ამდენს (ნუ თუ გაუმართლა და ბიჭი ხარ, განსაკუთრებით 5-6 მდედრი დედმამიშვილის შემდეგ მოვლენილი ნანატრი მამრი) თანხის ოდენობა განუსაზღვრელად იზრდება.

შემდეგი მოლოდინია ,,აღუ”, არ იტყვი და ვისი აჯობებს, წამსვე წაგათრევენ ლოგოპედთან (2 თვის ასაკში), ისევ და ისევ შენი სურვილების აბსოლუტური იგნორირებით, იქნებ უბრალოდ არ გინდა ამ ,,აღუ”-ს ძახილი და ბედნიერი დებილის სიფათის მიღება… გეკითხება ვინმე? ნწ, მიგათრევენ უახლოესი რეისით ლოგოპედთან – ,,ვაიმე, ბავშვი არ ლაპარაკობს და იქნებ გადაუღოთ თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, ან ზურგის ტვინის ბიოფსია, ან რაიმე მსგავსი ურთულესი ანალიზი, 1 თვის ბავშვმა ,,აღუ”არ თქვა, დავიღუპეთ!!!!”

გახდები ექვსი წლის (ნუ, ზოგიერთ შემთხვევაში, ცხოვრება სასტიკია და ხუთი წლისაც კი) და ჭორიკანა მეზობლებიდან დაწყებული, წყევლის დიდოსტატი ბიცოლებით და მამიკოს ღიპიანი ძმაკაცებით დამთავრებული იწყებენ მონდომებულ, კარგად დაგეგმილ თავდასხმას ლოყებზე ღიმილიანი სიფათით – ,,ვინ უნდა მივიდეს სკოლაში, ვინაო?” ,,ხო გიხარია მოსწავლე რო უნდა გახდე?” და აქვე იწყება მომდევნო 12 (ჩემ დროს 11) წლის მანძილზე მოსასმენი ფრაზის პირველადი ვერსია – ,,რომ გაიზრდები ვინ გინდა რომ გამოხვიდე?” (გარდამავალი ვერსიებია: სად აბარებ? რა ფაკულტეტზე? და ა.შ. და ა.შ.) მოკლედ, ესეც მოლოდინია, არავინ განიხილავს იდეის დონეზეც კი, იქნება და სულ არ გინდა ამ დედაარღნიან სკოლაში მისვლა? ჯერ სკოლაში უნდა მიხვიდე, მერე უმაღლესში, მერე კიდევ უმაღლესში, მერე კიდევ უმაღლესში და ასე, ბოლომდე. არა, მე განათლების წინააღმდეგ კი არ ვეწევი პროპაგანდას, უბრალოდ ცხოვრებისეული მოლოდინები ხშირ შემთხვევაში, არჩევანის უფლებას გვართმევს.

თუმცა, არიან გამონაკლისები, ახერხებენ და თავს აღწევენ ამ საზოგადოებრივი მოლოდინების რელსებით დაქსელილ ცხოვრების რიტმს, ,,უნდა”-ს ,,მინდა”-თი ჯობნიან და are living happily ever after, შეიძლება არც ისე happily, მარა ,,უნდა”-ს ჭკუაზე სიარულს ყველაფერი სჯობს.

მეზობელი მყავდა, ასაკით ცოტათი ჩემზე პატარა, სხვებთან ერთად ჩვენც ვუყურებდით უბნელი ,,დიდი ბიჭების” ფეხბურთის თამაშს, გამწარებულები გავრბოდით ხოლმე მოედნის გარეთ გადავარდნილი ბურთის მოსატანად, მერე ნელ-ნელა ფეხით ვუგორებდით ბურთს, მერე კაცი რომ აკლდებოდათ, კარში გვაყენებდნენ და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ორი გოგო ორ ქალაბიჭად ვიქეცით, მაგრამ გაზრდასთან ერთად ჩემი მშობლები უფრო მეტად მიკრძალავდნენ ბიჭებთან ერთად სimagesტადიონზე სიარულს, სწავლისთვის აღარ მრჩებოდა იმდენი დრო, თან ,,ამხელა გოგოს აღარ შემეფერებოდა ძანძალი” და შესაბამისად, მაიძულეს და შეველიე ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ,,მინდა”-ს. აი, ჩემი პატარა მეგობარი ჩემზე მაგარი აღმოჩნდა და იქით აიძულა მშობლები მის ,,მინდა”-ს შეგუებოდნენ და დღეს ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში ქალების გუნდის კაპიტანია და მთავარი ისაა, რომ ამით ამაყობენ მისი მშობლები.  ახლა ისე არ გამიგოთ, არიქა  ჩემი სახით ვარსკვლავი დაკარგა ქალების ფეხბურთმა თქო, მაგრამ თავის დროზე დებილურმა მოლოდინებმა საყვარელ ჰობზე უარი მათქმევინა, სამაგიეროდ, ძალით დამამთავრებინეს მუსიკალური შვიდწლედი, დიპლომი რომ 7 მილიმეტრიანი მტვრის მსუყე ფენით დაფარული ისევ იმ თაროზე განისვენებს, ამაზე აღარფერს ვამბობ, კლავიშზე თითიც რომ არ დამიკარებია გამოსაშვები გამოცდის მერე, არც ამაზე. აი, რემონტი რომ დაიწყეს სახლში და პიანინოს ბედი უნდა გადამწყდარიყო, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით ნაკუწებად დაიშალა ის საძაგელი ინსტრუმენტი (რომელიც, სხვათა შორის, უსაყვარლესი ბაბუას ნაჩუქარი იყო, ბებოს ჩუმად მოგროვებული ფულით ნაყიდი და ძალიან დამენანებოდა კიდეც, რაიმე სხვა ნივთი რომ ყოფილიყო, ნებისმიერი, მაგალითად ირმის თავის ფიტული, არ რაიმე მსგავსი).

კიდევ ერთმა, ძალიან ჩემმა, რომელსაც ტრადიციული ქართველი მამა ჰყავს, საქართველოზე  უზომოდ შეყვარებული, ქართველი სიძის მოლოდინში გაჭაღარავებული ( 🙂 ) პირში ჩალა გამოავლო ყველას, სულ მიატოვა საქართველო და თავის ოცნებას გაეკიდა ევროპაშlovely-couple-hd-wallpapersი, იქაც იშოვა სამსახური, იქაც შეძლო ბედნიერების პოვნა და იქაც მიდის დილით სამსახურში კუსკუსით თავის საყვარელ ადამიანთან ხელჩაკიდებული, მშობლები ისევ ისე უყვარს, არც ქართველობა დაუკარგავს და ბევრი ნაცნობის მოლოდინების იმედგაცრუების მიუხედავად, she lives happily ever after.

გადაცდები 22-24 წელს, მამრების შემთხვევაში, ალბათ  უფრო 25-28ს და იწყება საახლობლო წრის, ამჯერად ბევრად გაფართოებულის, თავდასხმის მორიგი პერიფრაზი (გახსოვთ, 5 წლის ასაკში რომ დაიწყო?) ,,აღარაა დრო? როდემდე აპირებ ასე მარტო ხეტიალს? ხო, სხვისი ბავშვი კოცნე შენ, ეგ გიშველის!!!” და ა.შ.  ფანტაზია ხომ უსაზღვროა :)))

არის ასევე მოლოდინები, ერთი შეხედვით – უწყინარი, თუმცა რეალურად თუ ჩაუღრმავდები და გარემოებასაც გააჩნია, დამანგრეველიც კი. ასე, მაგალითად, თხოვდება გოგო, წიგნებში წაკითხულიდან, ფილმებში ნანახიდან გამომდინარე ელოდება დილით ლოგინში მირთმეულ ყავას, უიქენდზე მოულოდნელად, სიურპრიზად ნაჩუქარ ორდღიან საგზურს ლა სკალაში საყვარელ ოპერაზე დასასწრებად (ნუ აქ ფანტაზია ავამოქმედე, ეს მოლოდინი გაცილებით მოკრძალებულიც შეიძლება იყოს), ქერა, ხუჭუჭა, ცისფერთვალება შვილებს, რომლებსაც აფრიალებულ თეთრ, ნახევრად გამჭვირვალე პერანგებში აბიბინებული ხორბლის მინდორში გადაუღებს ლამაზ ფოტოებს და დაკიდებს მინიმუმ ორსართულიანი სახლის უზარმაზარ ჰოლში…. მოიყვანს ბიჭი ცოლს და ელოდება საწოლში ბიბი ჯოუნსს ან რაილი სტილს, სამზარეულოში ჯულია ჩაილდს, ჟოელ რობიუშონს ან პიერ ერმეს, უიქენდის ოულდ ტრაფორდზე ან სან სიროზე გატარებას. აქაც გვარიანად შეიძლება მოლოდინების ჩამონათვალის გავრცობა. რა თქმა უნდა, ეს მოლოდინები რაღაც დოზით ყველას უხდება, მაგრამ არავინ ელოდება ნასვამი ქმრის ლოგინში ხვეწნით მიყვანას, უიქენდზე სადარბაზოს ხვეტას, ან ბოსტნის მაგრვლას, ცოლის მიერ სექსის აუტანელ მოვალეობად შერაცხვას, გადაუხდელი კომუნალურების გამო ჩაჭრილ შუქს, ან სამშობიაროში ნათქვამ ,,ნაყოფმა გულის ცემა შეწყვიტა”-ს…. შედარებით მსუბუქი ფსიქიკის მქონენი ამ მოლოდინების გაცრუებას ადვილად ვერ უმკლავდებიან და იწყება მრავლობითი ფსიქიკური აშლილობები ოჯახის და მთლიანად ცხოვრების დანგრევის პერსპექტივით. რამდენიც არ უნდა ვიხტუნაოთ, გულის სიღრმეში ყველას გვაქვს ასეთი მოლოდინები, სულ ერთი ბეწო მაინც და ყველას გვიწევს ამ იმედგაცრუების გადატანა.

როგორც ყველაფერში, აქაც ერთი რაიმე კონკრეტული გამოსავალი არ არსებობს, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ალბათ მაინც აჯობებს, მოლოდინების ნაცვლად იმაზე ვიფიქროთ, ჩვენი ,,მინდა” როგორ განვასხეულოთ, დილით საწოლში მორთმეული ყავა გინდა? ნება იბოძე და დაიმსახურე, წინა საღამოს შენი პარტნიორის საყვარელი გუნდი რომ თამაშობს, დათმე შენი რომელიმე გადაცემის ყურება, რამე მოძებნე, შენით გაერთე თუ ფეხბურთი ,,სვარკაა” და აცადე, იკაიფოს, შეუქმენი პირობა კარგ ხასიათზე დაიძინოს და მოგართმევს დილით ყავას, აბა, რა ჯანდაბას იზამს :))) თუარადა გადაასხი ტაფიდან ადუღებული ზეთი თავზე დUntitledა ეგაა.   ბიბი ჯოუნსი გინდა ლოგინში? კეთილი ინებე და ქალწულობის ტესტზე თქვი უარი, ბიბი ჯოუნსს რომ უყურებ, 19 წლიდან აკეთებს მინეტს და როგორ გინდა, შენმა 28 წლის ქალიშვილმა ცოლმა მოყვანიდან 2 დღეში მასე გასიამოვნოს? საყვარელი გატაცება გაქვს, იცი, გჯერა, რომ ამით ცხოვრება გინდა და შეძლებ? სწავლა გიშლის ხელს? დაანებე სწავლას თავი, აკეთე საყვარელი საქმე და ისიამოვნე ცხოვრებით!!! ერთი შეხედვით ბანალურ მოწოდებებს და სიტყვების უაზრო რახარუხს გავს ახლა ეს, მაგრამ გამოცდილება თავისას შვება, trust me 😉

10 thoughts on “მოლოდინები, სტერეოტიპები, ,,უნდა” და ,,მინდა”

  1. konclagerisvirtxa

    დიახაც, დაველოდები დილით გაღვიძებულს როგორ მომართმევენ ყავას, როგორ მეყოლება ხუჭუჭა ქერა ბავშვები და აბიბინებულ მინდორში გადავუღებ ბესნიერ სურათებს, დაველოდები როცა საყვარელ პარტნიორთან ერთად ვიქენდს რივიერაზე თუ ვერა ყვარლის ტბაზე მაინც გავატარებ, დაველოდები… :დ :დ :დ

    Like

    1. შენ რატომაც არა 😀 😀 😀 😀 მარა ვიცნობ ერთი-ორს, ქერა ბავშვების შანსიც რომ არ აქვს 😀

      Like

  2. 😀 😀 ძალიან მაგარია! განსაკუთრებით “ხო, სხვისი ბავშვი კოცნე შენ, ეგ გიშველის!!!” ამაზე ვიცინე :))

    ყველაზე საინტერესო ის არი, რო შენ გგონია იმ ხალხს მართლა ადარდებს შენი ცხოვრება ვინც ცხვირს დაუფიქრებლად ყოფს შენს გადაწყვეტილებებში? დღეს ახსოვხარ, ხვალ ფეხებზე კიდიხარ და როცა მათ აზრს მხედველობაში იღებ და თუ უსაყვედურებ რო შენი აზრი გავითვალისწინეო და ეხლა უბედური ვარო, განცვიფრდებიან მე ეგ როდის გითხარიო, გეხუმრეო ან რამე ესეთი და დარჩები პირში ჩალა გამოვლებული. აი ზუსტად ის ჩალა იქნება ბავშვებს რო სურათს უღებდი :))) მოკლედ შენთან ვარ 100 %-ით! მაგრამ ძნელია ბოლომდე დაკიდება ყველაფრის. ძნელი, მაგრამ შესაძლებელი

    Liked by 1 person

    1. ზოგადად, ფანტაზიას გააჩნია, თორე მსმენია უკეთესი ვერსიებიც 😀 ეგ ყველაზე გავრცელებული და ბანალურია ^_^

      Like

  3. კეთილი იყოს ჩემი ფეხი კიარადა, მაუს-კლავიატურა ამ ბლოგზე ^_^

    აღელვებული მეჩვენები. ჰოდა, ნუ.
    პოსტის შინაარსს რაც შეეხება, ხალხს უბრალოდ პირადი ცხოვრება არ აქვს და ამიტომაც იქექება სხვისაში. სამწუხარო რეალობა ასეთია.

    Liked by 1 person

  4. Charlie

    ჩვენი რეალობა, ზოგი რომ ასე დაუბრმავებია…
    ყოჩაღ, არაჩვეულებრივი პოსტი იყო!

    Liked by 1 person

Leave a comment