ფორტ-ბოიარდი და გაწირული ,,მოთამაშეები”

მოკლედ, დიდი ხნის წინ ვწერდი, ბევრს, ძალიან ბევრს და ყველაფერზე. განსაკუთრებით ისეთ რამეებზე მიხაროდა წერა, მე თვითონ რომ ვამუღამებდი ცხოვრებაში, უფრო სწორად მეგონა, რომ მე აღმოვაჩინე, მერე გავიგებდი რომ სხვასაც სცოდნია, მარა მაინც მიხაროდა, შენით დამუღამებულს სულ სხვა გემო აქვს.

ახლა ისე მომინდა წერა, პრინციპში სულ მინდოდა, მარა ან დრო არ მქონდა, ან მეზარებოდა, ან რა ვიცი, ათასი ,,ან” იყო…მარა ეს არაა მნიშვნელოვანი.

ჰოდა, დამუღამებაზე ვამბობდი, მაგარია, მაგრამ მერე ნელ-ნელა ხვდები, რომ ამ შენით დამუღამებასაც თავისი მინუსები აქვს. გამოცდილებას იღებ, მარა რაღაცას გასცემ, აუცილებლად გასცემ, აი, ფორტ-ბოიარდის ციხე-სიმაგრის თამაშივითაა, მოთამაშე რომ უნდა გაწირო გასაღებისთვის. ყველა ჩვენგანს ბევრი ასეთი ,,მოთამაშე” გვყავს, გონებაში, სხეულში, სულში და თითო გამოცდილებაზე თითო მოთამაშეს ვწირავთ. ოღონდ ფორტ-ბოიარდივით თამაშინ ბოლოს ყველა მოთამაშეს ერთად აღარავინ კრებს და არც ჰეფი-ენდები აღარაა. ხანდახან ისეც ხდება ცხოვრებაში, ერთდროულად ბევრი ,,მოთამაშის” გაწირვა გვიწევს, ხოდა მერე ის მოპოვებული გასაღებები გვრჩება ოხრად. ამასაც რომ დაამუღამებ, მერე ცდილობ მომდევნო ,,მოთამაშის” გაწირვის წინ ცოტა დაფიქრდე, გიღირს თუ არა, იქნებ ის გასაღებია, რომელიც ვაფშე არცერთ ბოქლომს არ ერგება და რა ჯანდაბად გინდა ასეთი.

მერე სხვა უკიდურესობაში ვარდები, იმდენს ფიქრობ, ცილინდრში დამალული გასაღები ფეთქდება და ვეღარასდროს გაიგებ, რომელ ოთახს აღებდა და რა იმალებოდა იმ იდუმალ ოთახში. მაგრამ ამდენი ფიქრის მიუხედავად, ერთ კონკრეტულ დასკვნას მაინც ვერ გამოიტან, იმიტომ , რომ ყველა ცხოვრებისეული სიტუაცია ძალიან ინდივიდუალურია და არ არსებობს ერთი რაიმე რეცეპტი, რომელიც სწორ ნაბიჯს გადაგადგმევინებს.

ერთადერთი, რაც მაინც ყველა სიტუაციაში გამოდგება, საკუთარი თავის რწმენაა და კიდევ ნდობა.  ნდობა ადამიანებისადმი, ცხოვრებისადმი და ა.შ. ადრე რომელიღაც ფეიჯზე (ბანალური, ჩიბუხიანი ოტია იოსელიანის ბრძნული გამონათქვამები რომ იდება ხოლმე) პოსტი ვნახე, სიყვარული და ნდობა საშლელივითაა, შეცდომების შემდეგ პატარავდებაო. ხოდა გამოერევა ხოლმე ხანდახან ამ ბანალურ ფეიჯებზეც რაღაც სიმართლის ნაწილი. მართლა ასეა, ბევრი მოთამაშის დაკარგვის მერე პატარავდები, საკუთარ თავში იკეტები და შესაბამისად, სამყაროც მცირდება შენ გარშემო…მერე დრო გინდა, დიდი დრო, რომ ისევ გაიზარდო, ძალა აღიდგინო და ისევ თავიდან დაიწყო თამაში.ზოგს გამოსდის, ზოგი რჩება საბოლოოდ ასე ,,მცირე”, დალეული საშლელივით…სულ ვფიქრობ ხოლმე, სიკვდილი ალბათ მაშინ დგება, როცა შინაგანად დაილევი, როცა ემოცია აღარ შეგეძლება…

ჰოდა, ასეა რა, ყოველ ჯერზე, მარცხის მიუხედავად, უნდა ეცადო და აღდგე, რომ ახალი გასაღები დასცინცლო ცხოვრებას 🙂

Advertisements

One thought on “ფორტ-ბოიარდი და გაწირული ,,მოთამაშეები”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s